კალათბურთი

12:07 | 6.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

კარი გუნდს ვერც მესამე შეხვედრაში დაეხმარება

“გოლდენ სტეიტის” მთავარი მწვრთნელის სტივ კერის განცხადებით, “პორტლენდთან” მესამე შეხვედრაში გუნდის ლიდერი სტეფ კარი დიდი ალბათობით ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ კარი “ჰიუსტონთან” მეორე მატჩში დაშავდა, რის შემდეგაც გამთამაშებელს აღარ უთამაშია. გავრცელებული ინფორმაციით კარის ტრავმა თითქმის მოშუშებული აქვს და პარკეტზე მალე ვიხილავთ.

“გოლდენ სტეიტი” “პორტლენდს” 2:0-ს ამარცხებს. მესამე შეხვედრა 8 მაისს თბილისის დროით 04:30 საათზე დაიწყება.

0.121564