ფეხბურთი

21:16 | 5.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

სლავოლიუბ მუსლინი სერბეთის ნაკრებს უთავკაცებს

სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი 62 წლის სპეციალისტი სლავოლიუბ მუსლინი გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას სერბეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მუსლინი ნაკრებს 2018 წლის მსოფლიო ჩემეპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლომდე უთავკაცებს.

შეგახსენებთ, რომ სერბეთი საქართველოს ნაკრების კონკურენტია. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპზე ერთ ჯგუფში, სერბეთი, საქართველო, უელსი, ავსტრია, მოლდოვა და ირლანდია იასპარეზებენ.

მუსლინს სამწრთვნელო კარიერა 1989 წელს “ბრესტში” იწყება. შემდეგ იყო, “ბორდო”, “ლენსი”, “ლე მანი”, “ლევსკი”, “ლოკერენი”, “ბელგრადი”, ლოკომოტოვი მოსკოვი”, “ხიმკი”, “დინამო მინსკი”, “კრასნოდარი”, “ამკარი”, და “სტანდარტი”.

0.12121