მადრიდის “რეალის” ყოფილმა მეკარე იკერ კასილასმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში "სამეფო კლუბის" გასვლაზე ისაუბრა.
“რეალსა” და “სიტის” შორის საპასუხო თამაში პირველი მატჩთან შედარებით სრულიად სხვანაირი გამოვიდა. არსებობდა შიში, რომ “სიტი” გოლს გაიტანდა და შემდეგ “რეალს” ორი გოლის გატანა დასჭირდებოდა, რაც საკმაოდ რთული ამოცანა იქნებოდა. “რეალი” იყო ძლიერი და ფინალში დამსახურებულად გავიდა” - განაცხადა კასილასმა.
“რეალმა” “სიტი” ორი მატჩის ჯამში 1:0 დაამარცხა და ფინალში “ატლეტიკოს” შეხვდება.