იტალიის სერია A-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა გულშემატკივართა ტრადიციული გამოკითხვის შედეგად ტურის სიმბოლური ნაკრები გამოავლინა. XXXVI ტურის საუკეთესო თერთმეტეულში “რომას” ფეხბურთელების სჭარბობენ – სამი. მათ შორისაა, ფრანჩესკო ტოტი, რომელიც სიმბოლურში ბოლო პერიოდის განმავლობაში უკვე მეორედ მოხვდა.
იტალიის ჩემპიონატის ტურის სიმბოლური უკვე ისე არ ჩაივლის, რომ მასში “იუვენტუსის” ფრანგი ლიდერი პოლ პოგბა არ მოხვდეს. ამჯერადაც ასე მოხდა. საუკეთესოთა შორის ხანგრძლივი პაუზის მერე ისევ მოხვდა გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი გონსალო იგუაინი, რომელმაც “ატალანტას” კარი ორჯერ აიღო.
XXXVI ტურის სიმბოლური ასე დაკომპლექტდა:
მეკარე: ვოიცეხ შჩესნი (“რომა”)
მცველები: ლუკა ანტონელი (“მილანი”), კალიდუ კულიბალი (“ნაპოლი”), ფრანჩესკო აჩერბი (“სასუოლო”), ალექს სანდრო (“იუვენტუსი”)
ნახევარმცველები: რაჯა ნაინგოლანი (“რომა”), მარეკ ჰამშიკი (“ნაპოლი”), პოლ პოგბა (“იუვენტუსი”)
თავდამსხმელები: ფრანჩესკო ტოტი (“რომა”), გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”), სტეფან ელ შაარავი (“რომა”)