კალათბურთი

14:38 | 5.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

აბრინესი “ამომავალ ვარსკვლავად” აღიარეს (+VIDEO)

ესპანური “ბარსელონას” მცველი ალექს აბრინესი ევროლიგის 2015-16 წლების სეზონის ამომავალ ვარსკვლავად აღიარეს. ამ ინფორმაციას ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

მიმდინარე სეზონში 22 წლის აბრინესმა ევროლიგაში 25 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 19 წუთში 9.3 ქულას, 2.2 მოხსნას, 0.8 პასს აგროვებდა.

გამოკითხვის შედეგად, აღნიშნულ ნომინაციაში საუკეთესოთა სამეულში სტამბოლის “ანადოლუ ეფესის” წევრები – ხორვატი დარიო შარიჩი და თურქი ჯედი ოსმანიც მოხვდნენ.

“ამომავალი ვარსკვლავის” ჯილდოს მიღება იმ კალათბურთელებს შეუძლიათ, რომლებიც სეზონის დაწყების ჟამს 22 წელს არ არიან მიღწეულნი.

2014 და 2015 წლებში ეს ჯილდო “ფენერბაჰჩეს” სერბმა ლეგიონერმა ბოგდან ბოგდანოვიჩმა დაიმსახურა.

0.118739