ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდარულმა კაპიტანმა ალესანდრო დელ პიერომ გაიხურმა. საქმე ისაა, რომ “პინტურიკიომ” გუშინწინ, “ბაირნისა” და “ატლეტიკოს” მატჩის დასრულების შემდეგ საკუთარი ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ დიდებული თამაში გამოვიდა და ფეხბურთი დიდებული თამაშია.
ალექსის აღნიშნულ სტატუსს, უშუალოდ ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური გვერდი გამოეხმაურა და დელ პიეროს კითხვით მიმართა: “ალე, ვინ გსურს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშოს”?
სწორედ ამ კითხვას მოაყოლა დელ პიერომ ხუმრობა. იტალიელმა ორიგინალურად უპასუხა:
“იუვენტუსი” – შესაძლებელია”?..
დელ პიერო თავის ძველ სიყვარულს ვერ ივიწყებს და “იუვეს” ქომაგობას ისევ აგრძელებს. ისე, სხვანაირად რომ იყოს, წარმოუდგენელიცაა – ალექსმა ხომ ტურინულ გრანდში 19 დაუვიწყარი წელიწადი გაატარა. დელ პიეროს ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩში 4-ჯერ უთამაშია და თასს ერთხელ დაეუფლა. 1997 წელს კი, “დორტმუნდს” (1:3) ულამაზესი გოლიც გაუტანა.