ქვემო ქართლელ მებოსტნეს ისე არ უხარია კიტრის სეზონის დადგომა, როგორც ეს გულბოყდამწველ რუს მოდელს ირინა შეიკს ახარებს. როგორც წარსულში კრიშტიანუ რონალდუს გულისსწორი ლამაზმანი ამბობს, კიტრის გულით შექმნილი სახის ნიღაბი მისი სილამაზის ერთ-ერთი საიდუმლოა.
ირინა შეიკი რამდენად არის კიტრზე და კიტრის სასწაულმოქმედებაზე დამოკიდებული – ეს მოდით მკითხველმა განსაჯოს, მაგრამ ის კი ცნობილი ამბავია, რომ ეს გოგო ყოველთვის უარყოფდა სახის მოვლის ქიმიურ საშუალებებს და მის სახეზე ოფლსა და ცრემლს უფრო ხშირად ნახავთ, ვიდრე ქიმიურ საღებავებს.
ირინა შეიკი ასევე აქტიურად უჭერს მხარს მაკიაჟის საწინააღმდეგო კამპანიას და მრავალ ევროპელ მანდილოსანთან ერთად ხმამაღლა აცხადებს, რომ მაკიაჟის ზეობის ხანა უნდა დასრულდეს, რამეთუ ეს საშუალება საბოლოო ჯამში კანის ნაადრევ დაბერებას და ათას უბედურებას იწვევს.