მადრიდის “რეალის” სასარგებლოდ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი ავტოგოლი გადის. აქამდე, “ბლანკოსთან” მატჩში მოწინააღმდეგებმა საკუთარი აკრი 13-ჯერ დალაშქრეს, რაც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
ამავე მაჩვენებლით შემდეგ მოდიან “ჩელსი” (11 ავტოგოლი ლონდონელთა სასარგებლოდ), “მანჩესტერ იუნაიტედი” (10), “ბაიერნი” (9) და “ბარსელონა” (7).
მოგეხსენებათ, “სამეფო კლუბმა” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალში ინგლისურ “მანჩესტერ სიტის” ბრაზილიელი ფერნანდოს ავტოგოლით მოუგო.
სხვათა შორის, “რეალმა” კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. კერძოდ, მიმდინარე სეზონში ბურთი კარის ძელს 7-ჯერ გაარტყა. ასეთი რამ ბოლოს მადრიდელთაგან გუშინდელ მატჩში უელსელმა გარეტ ბეილმა გააკეთა.