4 მაისს საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩები გაიმართა. ცენტრალურ დაპირისპირებას გორმა უმასპინძლა. ხაშურის „ივერია“ საკუთარ მოედანზე „ლანჩხუთს“ დაუხვდა და 3:1 დაამარცხა მეტოქე. ხაშურელებმა ეროვნულ ჩემპიონატში ორივე შეხვედრა მოიგეს და 6 ქულით „მართვესთან“ ერთად ლიდერობენ გათამაშებას.
ქუთაისის „მართვემ“ ამჯერად სტუმრად იმარჯვა. იმერლები ლაგოდეხს ეწვივნენ და ადგილობრივ „ჰერეთთან“ დაძაბულ ბრძოლაში 3:1 გაიმარჯვეს. პაატა დოგრაშვილის შეგირდებმა გადამწყვეტი გოლები 70-ე და 90-ე წუთებზე გაიტანეს.
პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, დამაჯერებლად იმარჯვა თბილისის „35-ე სკოლამ“. თბილისელებმა საკუთარ მოედანზე „აჭარა“ მიიღეს და 5:0 დაამარცხეს მეტოქე. გამარჯვებულთა რიგებში დუბლით კენჭოშვილი გამოირჩა.
ქალთა ლიგის მომდევნო ტური 24 მაისს გაიმართება.
ქსკ ივერია - ქსკ ლანჩხუთი 3:1
გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“
ქსკ ივერია: გონგლაძე, ს. გელაშვილი, ნასყიდაშვილი, გორგაძე, ხიმშიაშვილი, ნ. გელაშვილი, ტერუნაშვილი (59’ მაზიაშვილი), ტაბატაძე, გვილია, ჭუჭულაშვილი, ლომიძე
მთ. მწვრთნელი: თემურ კობერიძე
ქსკ ლანჩხუთი: გაბუნია (62’ ურუშაძე), კალანდაძე, ხუხუნაიშვილი, ალელიშვილი, ჩხარტიშვილი, გუჯაბიძე (85’ კვაჭაძე), ნარსია, რომანჩუკი, თავდიშვილი, ჯიჯეიშვილი (70’ წოწერია), გოგეშვილი
მთ. მწვრთნელი: კახა ურუშაძე
მსაჯები: მ. კიკორია, პ. ბელთაძე, ჯ. გონგაძე
გაფრთხილება: 32’ ჩხარტიშვილი, 48’ გოგეშვილი (ორივე ქსკ ლანჩხუთი), 53' ნ. გელაშვილი (ქსკ ივერია), 54’ თავდიშვილი (ქსკ ლანჩხუთი)
გოლები: 1:0 ლომიძე (პენ.) (33), 2:0 ნასყიდაშვილი (49), 2:1 თავდიშვილი (54), 3:1 ხიმშიაშვილი (90)
ქსკ 35-ე სკოლა - ქსკ აჭარა 5:0
თბილისი, „მარაკანა“
ქსკ 35-ე სკოლა: საბიაშვილი (84’ ზაალიშვილი), ხუბულური (88’ მინაძე), სხირტლაძე, თევდორაძე, ჯანიკაშვილი, ჯავოიანი (46’ დიმოპულო), ეპიტაშვილი, კენჭოშვილი, კულდონაშვილი (74’ ხარაიშვილი), დანელია, ზაქაიძე (81’ რაუხი)
მთ. მწვრთნელი: გურამ კანდალია
ქსკ აჭარა: ყურაშვილი, რიჟამაძე (25’ ძნელაძე, 77’ ხაბაძე), ს. ანთაძე, დ. ანთაძე, ლ. ანთაძე, ართმელაძე, დოლიძე, აბაშიძე (82’ ბუთხუძე), შაქარიშვილი, ჯიბლაძე (65’ გოხიძე), კახიძე
მთ. მწვრთნელი: ჯუმბერ ბერიძე
მსაჯები: ი. სიგუა, ი. გიჯაშვილი, გ. გელხაური
გაფრთხილება: 54’ დანელია (ქსკ 35-ე სკოლა), 83’ ართმელაძე (ქსკ აჭარა)
გოლები: 1:0 კულდონაშვილი (41), 2:0 ეპიტაშვილი (67), 3:0 კენჭოშვილი (80), 4:0 კენჭოშვილი (87), 5:0 ხარაიშვილი (90)
ქსკ ჰერეთი - ქსკ მართვე 1:3
ლაგოდეხი, ცენტრალური სტადიონი
ქსკ ჰერეთი: გასიევა, ბაქრაძე, ნაკვეთაური, ქადაგიშვილი, კედელაშვილი, კევლიშვილი, ხუნაშვილი, მუმლაძე, სუხაშვილი, სხირტლაძე, ბიგვავა (71’ ყარალაშვილი)
მთ. მწვრთნელი: სულხან სულხანიშვილი
ქსკ მართვე: ვაშაყმაძე, შახკულიანი, შენგელია, ჭაუტიძე, სტურუა, ჯანელიძე, შონია, გორგაძე, გასვიანი, გურგენიძე, ა. სინატაშვილი
მთ. მწვრთნელი: პაატა დოგრაშვილი
მსაჯები: გ. ვარდიძე, ხ. მაისურაძე, ქ. გაიპარაშვილი
გაფრთხილება: 79’ შახკულიანი (მართვე)
გოლები: 1:0 ბაქრაძე (15), 1:1 გასვიანი (45), 1:2 გორგაძე (70), 1:3 გურგენიძე (90)
სფფ-ს პრესსამსახური





