ფეხბურთი

11:36 | 5.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

პელეგრინი: “რეალი” ჩვენზე ძლიერი არაა, მხოლოდ გაუმართლა”

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დამარცხებული “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი მიიჩნევს, რომ მადრიდის “რეალი” მის გუნდზე ძლიერი არაა და მას მხოლოდ გაუმართლა. ამის შესახებ ჩილელმა სპეციალისტმა მატჩისშემდგომ განაცხადა.

“მადრიდში ცუდ კონდიციებში ჩავედით, ტრავმირებული ფეხბურთელებით. “მანჩესტერ სიტის” იღბალი დააკლდა. “რეალს” უფრო გაუმართლა, იგი ჩვენზე ძლიერი არაა. იმედგაცრუებული ვარ, რადგან არ ყოფილა ისეთი თამაში, რომელშიც ბევრი მომენტი შეიქმნა და ერთი გუნდი მეორეს სჯობდა”, - თქვა პელერგინიმ.

შეგახსენებთ, “სიტი” ლიგის ნახევარფინალში პირველად იყო და შესაბამისად, პელეგრინიმ გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. სხვათა შორის, იგი სეზონის დასრულების შემდეგ თანამდებობას დატოვებს, ხოლო მის ადგილს ესპანელი პეპ გვარდიოლა დაიკავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111