კალათბურთი

11:09 | 5.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“კავალერიამ” “ქორები” სამქულიანებით დაბომბა და რეკორდი დაამყარა (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის ერთი შეხვედრა გაიმართა. “კლივლენდმა” ნბა-ს ახალი რეკორდი დააფიქსირა და “ატლანტას” 25 სამქულიანი ჩაუგდო (VIDEO). “კავალერიამ” ჯორჯიელებს 123:98 მოუგო. “კავალიერსმა” პირველ ტაიმში 18 სამქულიანი ჩააგდო, რაც ასევე ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეკორდია. ჯეიარ სმიტმა 13-დან 7, ჯეიმსმა 6-დან 4, ირვინგმა 5-დან 4, ლავმა 4-დან 3, ჯედერსონმა 2-დან ორი სამქულიანი ჩააგდეს, ასევე დელავედოვამ, უილიამსმა, ჯონსმა და შამპერტმა მეტოქეს თითი-თითო სამქულიანი ჩაუგდეს. საბოლოოდ, “კლივლენდმა” 45-დან 25 (55.6%) სამქულიანი მოათავსა კალათში. როცა გუნდს ასე წაუვიდა სროლა “ატლანტა” ვერაფერს გახდა და მატჩის ინტრიგა დასაწყისშივე დაიკარგა. მესამე პერიოდში “კავალერია” მეტოქეს 41 ქულითაც ამარცხებდა. მატჩში ყველაზე მეტი 27 ქულა ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზეა. “ატლანტაში” ორმაგი დუბლით მილსაპი გამოირჩა - 16 ქულა, 11 მოხსნა.

“კლივლენდი” სერიას 2:0-ს იგებს, მესამე შეხვედრა ჯორჯიაში 7 მაისს თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.

“კლივლენდი” – “ატლანტა” 123:98 (35:20, 39:18, 32:32, 17:28)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.127347