ჭადრაკი

0:29 | 5.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

გარი კასპაროვი: ,,მომავალში უფრო სერიოზულად მოვემზადები“

ქალაქ სენტ-ლუისში (აშშ) დასრულდა ბლიც-ტურნირი ვაჟ მოჭადრაკეთა შორის, რომელშიც აშშ-ს ეროვნული ნაკრების წევრებთან (ფაბიანო კარუანა, ჰიკარუ ნაკამურა, უესლი სო) ერთად, ვეტერანი მოჭადრაკე გარი კასპაროვიც მონაწილეობდა.

11 ქულით პირველი ადგილი ნაკამურამ მოიპოვა, მომდევნო ადგილები კი ასე განაწილდა: სო – 10 ქულა, კასპაროვი – 9.5, კარუანა – 4.5.

ტურნირის საპრიზო ფონდი 50 ათასი ამერიკული დოლარი იყო, საიდანაც გამარჯვებულს 20 ათასი გადაეცა.

ტურნირის შემდეგ, კასპაროვმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: ,,მაშინ, როცა გყავს ოჯახი, კითხულობ ლექციებს, ეწევი სამწერლო და პოლიტიკურ მოღვაწეობას, ძნელია ჭადრაკის სათამაშოდ განეწყო. თუ მომავალში ამგვარ ტურნირში მონაწილეობა კიდევ გადავწყვიტე, უფრო სერიოზულად მოვემზადები“.

0.116163