კალათბურთში საქართველოს 2015-2016 წლების თასის მფლობელ და 25-ე ეროვნული ჩემპიონატის პლეი ოფის მონაწილე ,,დინამოს“ სამ კალათბურთელს – უკანახაზელ ებრიუ მაკალპის (03.09.89, 196 სმ), ფორვარდ მიხეილ ბერიშვილს (12.04.1987, 203 სმ) და ცენტრალურ თავდამსხმელ ილია ლონდარიძეს (15.09.89, 205 სმ) მცირე ტრავმები აქვთ.
ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს“ ,,დინამოს“ ფიზმომზადების მწვრთნელმა ავთო ბერიძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ პლეი-ოფის ნახევარფინალურ სერიაში, რომელიც 6 მაისს დაიწყება, ,,დინამოს“ მეტოქე ,,,ბათუმი“ იქნება, რომელიც მოედნის უპირატესობითაც ისარგებლებს. სერია სამ მოგებამდე გაგრძელდება.