ავტოსპორტი

21:45 | 4.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

„მაკლარენი“ ბარსელონაში უფრო სწრაფი ბოლიდით გამოვა

სოჭის რბოლა წარმატებული იყო „მაკლარენისთვის“ - გუნდის ორივე პილოტმა ულის აღება შეძლო. და როგორც ირკვევა, უოკინგელებს უპირველესად, საწვავის ეკონომიის რეჟიმში ასპარეზობა უწევდათ. ეს კი ნიშნავს, რომ მათს მანქანებზე ძრავებს სრული სიმძლავრით არ უმუშავია.

როგორც „მაკლარენის“ სარბოლო დირექტორი ერიკ ბუიე ამბობს, ეს გარემოება რომ არა, მისი მანქანების ტემპი, „უილიამსისას“ გაუტოლდებოდა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ფერნანდო ალონსომ მე-6 ადგილი დაიკავა, „უილიამსის“ ვალტერი ბოტასმა და ფელიპე მასამ კი შესაბამისად, მე-4 და მე-5, ბუიეს მოსაზრება შორს არაა სინამდვილისგან.

ფაქტია, რომ „მაკლარენს“ გასულ სეზონთან შედარებით, სოლიდური პროგრესი აქვს. ბუიე კი დასძენს, რომ შემდგომი ეტაპისთვის, რომელიც ბარსელონაში გაიმართება, „მაკლარენი“ კიდევ უფრო სწრაფი იქნება. ამისათვის გუნდი რამდენიმე სიახლეს ამზადებს. ესპანეთის შემდეგ კი მონაკოს რბოლაა, სადაც უოკინგელებმა გასულ სეზონშიც კი ქულების აღება შეძლეს.

„ჩვენ უკვე იმაზე მეტი ქულის აღება შევძელით, ვიდრე გასულ სეზონში ამ დროს. შემდეგი რბოლა შესაძლოა ჩვენთვის არც ისე იოლი იყოს, განსაკუთრებით სწორ მონაკვეთებზე, მაგრამ მერე მონაკოს ჯერი დგება, სადაც კვლავ ქულების შანსი გვექნება“, - ამბობს ბატონი.

მასზე მეტად ოპტიმისტური განწყობა აქვს ალონსოს: „პოტენციალი სახეზეა და თან წინ გვაქვს ისეთი ტრასები, როგორებიცაა ბარსელონა და მონაკო, რომლებიც ჩვენს მანქანას შეეფერება“. ამასთან, ესპანელი სწორ მონაკვეთებზე მანქანის სისწრაფითაც უფრო კმაყოფილია, ვიდრე მისი თანაგუნდელი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164707