ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ფრანგულ კან-სურ-მერში მიმდინარე 100-ათასიან ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა.
გორგოძემ ასპარეზობა კვალიფიკაციიდან დაიწყო, ძირითად ბადეში გასულმა კი გზიდან მე-8 ნომრად განთესილი რუსი ელიზავეტა კულიჩკოვა ჩამოიცილა.
მერვედფინალში ეკატერინე უკრაინელ მარინა ზანევსკას გაეჯიბრა და 2:6, 6:4, 2:6 დამარცხდა.