თამაშგარე

18:43 | 4.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯაიდი მიჩელი ძველებურად პოპულარულია

ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს თუკი ვეტერანი მექსიკელი ფეხბურთელი, რაფაელ მარკესი მიგავიწყდათ, რადგან ამ კაცს პოპულარობა არასოდეს მოაკლდება, სანამ ცოლად მოდელი ჯაიდი მიჩელი ჰყავს.

ადრე უკვე ვწერდით, რომ ჯაიდიმ და მისმა ქმარმა საკუთარი ჟურნალის გამოშვებაც სცადეს და ახალი ”ყვითელი“ ჟურნალის პრეზენტაციაც დიდი პომპეზურობით ჩაატარეს, მაგრამ ამჟამად ის ჟურნალი აღარ გამოდის და გამოცემის დახურვის მიზეზებზე ჯაიდი არაფერს ამბობს.

ლათინურ ამერიკაში და ამ შემთხვევში მექსიკაში, ჟურნალში გამოჭიმული ლამაზი ქალის ფოტოები რა თქმა უნდა არავის უკვირს, მაგრამ რაფაელ მარკესის ცოლმა მაინც შეძლო და განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. ამ პოპულარობას მავანნი ჯაიდი მიჩელის ქმრის ავტორიტეტს მიაწერენ და შესძლებელია ეს აზრი სიმართლესთან არც ისე შორს იყოს.

0.166269