ფეხბურთი

18:01 | 4.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ძაძამ შესაძლოა "იუვენტუსი" დატოვოს

იტალიის ეროვნული ნაკრების და "იუვენტუსის" თავდამსხმელმა სიმონე ძაძამ, შესაძლოა, კლუბი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დატოვოს. აღნიშნულ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

იტალიური გამოცემის ცნობით, "ბებერი ქალბატონი" მზადაა ფეხბურთელი მსურველ კლუბს 25 მილიონ ევროს სანაცვლოდ მიყიდოს. ჯერჯერობით უცნობია თუ რომელი გუნდი აპირებს იტალიელის შეძენას.

ძაძა "იუვემ" მიმდინარე სეზონის დაწყებამდე "სასუოლოდან" 18 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეიძინა. მას შემდეგ სიმონემ 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 8 გოლი და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.118535