საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "ვესტ ჰემის" შემტევმა ნახევარმცველმა დიმიტრი პაიემ კლუბის სეზონის დაჯილდოებაზე ხუთივე ნომინაციაში იმარჯვა. აღნიშნული ინფორმაცია "ჩაქუჩების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, მოთამაშეთა რჩეული, საუკეთესო ტრანსფერი, საუკეთესო გოლის ავტორი და ბომბარდირი - ესაა ჩამონათვალი ჯილდოების, რომელიც 29 წლის ფეხბურთელმა მიიღო. ამავდრულად, 1978 წლის შემდეგ პაიე გახდა პირველი "ჩაქუჩი", რომელსაც ინგლისის ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში ადგილი ერგო. დიმიტრი პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ნომნიაციაზეც იყო წარდგენილი.
"ვესტ ჰემმა" პაიე მიმდინარე სეზონის დაწყებამდე 15 მილიონ ევროდ "მარსელიდან" შეიძინა. მას შემდეგ ფრანგმა 36 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ტრანსფერმარკტ-ის მონაცემებით, ნახევარმცველის ღირებულება გასული წლის ივლისიდან მიმდინარე წლის თებერვლამდე 5 მილიონით გაიზარდა და 18 მილიონ ევროს შეადგენს. სეზონის დასრულების შემდეგ კი პაიეს სატრანსფერო ღირებულება კიდევ უფრო აიწევს.