ფეხბურთი

14:02 | 4.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე ბედნიერია და ბოდიშიც მოიხადა

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე თავისი გუნდის ნაჩვენები შედეგით კმაყოფილია. როგორც მან “ბაიერნთან” მატჩისშემდომ თქვა, ტომას მიულერის ვერგატანილი პენალტის მერე, მისი გუნდი თამაშში დაბრუნდა.

“შესანიშნავი თამაში იყო. მეტოქემ პირველ ტაიმში ყველაფერი გააკეთა, რომ მომდევნო ეტაპზე გასულიყო, მაგრამ მათ მიერ გაფუჭებული პენალტის მერე მივხვდით, რომ თამაშში დაბრუნება შეგვეძლო. მეორე ტაიმი უკეთ ვითამაშეთ და კიდევ უფრო ფანტასტიურად შეგვეძლო საღამოს დასრულება თერთმეტმეტრიანი რომ გაგვეტანა. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი გულშემატკივარი ფინალში ბრუნდება ორი წლის შემდეგ. ჩვენ ვაჯობეთ “ბარსელონასა” და “ბაიერნს” – ეს ფანტასტიურია.

ახლა თავში, მხოლოდ ლა ლიგის მატჩი მიტრიალებს, “ლევანტეს” წინააღმდეგ.

ჩემს მენეჯერს ცვლილების გაკეთება ვთხოვე, მაგრამ მან დააგვიანა და ჩემი რეაქციაც ამან გამოიწვია. თუმცა, მას მალევე ბოდიში მოვუხადე”, - თქვა თამაშის შემდეგ სიმეონემ.

“ატლეტიკო” ლიგის ფინალში ბოლო სამ წელიწადში მეორედ გავიდა. ორი წლის წინ, “როხიბლანკო” თანაქალაქელ “რეალთან” დამატებით დროში დამარცხდა ლისაბონის “და ლუჟის” სტადიონზე. შეძლებს თუ არა, სიმეონე მეორე ცდაზე თასის მოგებას, ამას 28 მაისს გავიგებთ.

0.117349