ფეხბურთი

12:43 | 4.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

რანიერის ვარსკვლავები არ სჭირდება და ფეხბურთელებს რჩევას აძლევს

აწ უკვე პრემიერლიგის ჩემპიონის "ლესტერის" მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ განაცხადა, რომ მომდევნო სეზონისთვის გუნდს ტიტულის დასაცავად ვარსკვლავები არ სჭირდება.

იტალიელი სპეციალისტი ათვითცნობიერებს ზაფხულის სატრანსფერო სირთულეებს და აღნიშნავს, დიდი სახელები არ გვჭირდება, მთავარია სწორად არჩეული ფეხბურთელები მყავდესო.

"არ გვჭირდება ვარსკვლავები, გვჭირდება ჩვენი ფეხბურთელები. მინდა შემადგენლობა გავაძლიერო დიდი ვარსკვლავების გარეშე და სწორად შერჩეული ფეხბურთელებით." - განუცხადა "ლესტერის" ტელევიზიას რანიერიმ.

"მელიების" ლიდერებს რიად მაჰრეზის და ჯეიმი ვარდის უკვე უკავშირებენ რამდენიმე ევროპულ გრანდს. რანიერის თხოვნაა დარჩნენ ფეხბურთელები გუნდში და მათ რჩევებს აძლევს.

"ტიტული მოვიგეთ და რაღაც კარგი გავაკეთეთ მომავლისთვის. ფეხბურთელებს მინდა ვუთხრა, თუ წახვალთ არ გეცოდინებათ რა მოხდება. შესაძლოა, დიდ გუნდში გადახვიდეთ და შესაძლოა, სასტარტო შემადგენლობაში არ იყოთ, ამის შემდეგ კი ნელ-ნელა დაბლა დაეშვებით. აქ თქვენ მეფეები ხართ. დარჩით კიდევ ერთი წელიწადი და ამის შემდეგ შეგიძლიათ სადმე თამამამად წახვიდეთ. ამიტომაც უნდა განაღვლებდეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია არჩევანი."

"ლესტერმა" არსებობის განმავლობაში პირველად მოიპოვა პრემიერლიგის ჩემპიონობა. რიად მაჰრეზი პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. ჯეიმი ვარდი სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ გამოარჩია. სეზონის სიმბოლურ ნაკრებში კი "ლესტერიდან" ამ ფეხბურთელების გარდა ნგოლო კანტე და უეს მორგანი მოხვდნენ.

0.114926