"ლესტერის" ვიცე-პრეზიდენტმა აივატ შრივადჰანაპრაბჰამ განაცხადა, რომ ჯეიმი ვარდი გუნდში მისვლის დროს ფსიქოლოგიურად არეული გახლდათ და არ იცოდა რა გაეკეთებინა ცხოვრებაში.
"ერთ-ერთმა თანამშრომელმა მითხრა, რომ ჯეიმი ვარჯიშზე ძალიან ნასვამი მოვიდა. გადავწყვიტე მელაპარაკა მასთან. ფეხბურთელმა მითხრა, რომ არ იცოდა რა გაეკეთებინა ცხოვრებაში, იგი საკმარის ფულს ვერ შოულობდა. საუბრის შემდეგ, მან ალკოჰოლური სასმელის მიღებას თავი დაანება და ვარჯიში განაახლა. ვარდიმ გარემოსთან ადაპტაცია შეძლო და ახალ ადამიანად წარმოგვიდგა." - ციტირება აივატის სიტყვებს Daily Magazine.
ინგლისელმა ჟურნალისტებმა ჯეიმი პრემიერლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ვარდიმ 34 მატჩში 22 გოლი გაიტანა, რაც "ლესტერის" გოლების რაოდენობის მესამედს უდრის. ჯეიმის ეს დაუფასდა და როგორც Daily Mail-ი იუწყება, ინგლისელს კვირაში ხელფასი 80-დან 100 ათასამდე გაეზრდება.