კალათბურთი

11:35 | 4.05.2016 | ნანახია NaN - ჯერ

“გოლდენ სტეიტი” “პორტლენდს” 2:0-ს უგებს, “მაიამი” სერიაში დაწინაურდა (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის ორი შეხვედრა გაიმართა. “ტორონტო” საკუთარ დარბაზში “მაიამისთან” 96:102 დამარცხდა. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 3 წამით ადრე მაიამელები 90:87 იგებდნენ, თუმცა კანადელთა ერთ-ერთმა ლიდერმა კაი ლოურიმ საფინალო სირენასთან ერთად მატჩის ცენტრიდან სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა, სადაც დუეინ უეიდის კარგი თამაში წყალობით “მაიამიმ” 12:6 იმარჯვა. მატჩში ყველაზე მეტი 26 ქულა “მაიამის” სლოვენიელი გამთამაშებლის გორან დრაგიჩის ანგარიშზეა, უეიდმა 24 ქულა ჩააგდო. კანადელთა ცენტრმა იონას ვალანჩუნასმა ორმაგი დუბლი გაიფორმა 24 ქულა, 14 მოხსნა. “მაიამი” სერიას 1:0-ს იგებს. მომდევნო შეხვედრა ისევ კანადაში 6 მაისს თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.

“გოლდნ სტეიტმა” შინ “პორტლენდს” 110:99 მოუგო. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელშიც “მეომრებმა” 34:12 იმარჯვეს და სერიაში 2:0 დაწინაურდნენ. მატჩში ყველაზე მეტი 27 ქულა კლეი ტომპსონის ანგარიშზეა, “პორტლენდში” 25 ქულით დემიენ ლილარდი გამოირჩა. სერიის მესამე შეხვედრა პორტლენდში 8 მაისს თბილისის დროით 04:30 საათზე დაიწყება.

“ტორონტო” – “მაიამი” 96:102 (18:18, 25:23, 20:27, 27:22 o.t. 6:12)

https://www.youtube.com/watch?v=H3W_nCOnGdk

“გოლდენ სტეიტი” – “პორტლენდი” 110:99 (21:34, 30:25, 25:28, 34:12)

https://www.youtube.com/watch?v=bpuGdkZ6ovU


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:48 | 28.10.2021
lagashi (6738)

ახლა ნაკრებში ისეთი სიტუაციაა კონკურენციის თვალსაზრისით, რომ რომელიმე ძიუდოისტმა უცხო ქვეყნის მოქალაქეობა რომ მოინდომოს შეიძლება არც არაფერი დააკლდეს ნაკრებს... როგორც ფეხბურთში ბრაზილიაა მოდებული მთელს მსოფლიოს, ისე უნდა მოვედოთ ძიუდოში

14:32 | 26.10.2021
KoRBeN DaLLaS (24848)

წლევანდელი გეგმა ჰაი-ჰაი რომ შესრულებულიც არის და გადასრულებულიც )) ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა !!!
ისე, მგონი ძალიან გადაახალისეს ჩვენი შემადგენლობა და ბექაურის გარდა კიდევ ბევრი არ იჭიდავეს. გოგოები საერთოდ არ მიდიანო, სადღაც წავიკითხე.

10:13 | 27.10.2021
fidofido (3392)

ეთოს გარდა გოგოები გინდა ტატამზე გასულან გინდა კუხნაში ისე კუხნაში ერთ-ორ ჭიქას მაინც წააქცევნენ ტატამზე რაუნდა აკეთონ

09:48 | 27.10.2021
choloka (934)

დღეს ხომ იცი რა სიტუაციაა საქართველოში ან ყველა მღერის ან ყველა ჭიდაობს,ღმერთის წყალობით ბევრი გვყავს კარგი ახალგაზრდა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.0683
სარეკლამო ადგილი - 99
X x X