ჩოგბურთი

3:19 | 4.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძემ ძირითად ბადეშიც იმარჯვა

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ, რომელმაც ფრანგულ კან-სურ-მერში მიმდინარე 100-ათასიან ტურნირზე კვალიფიკაცია წარმატებით დასძლია, ძირითად ბადეშიც წარმატებული სტარტი აიღო.

გორგოძე პირველ წრეში მე-8 ნომრად განთესილ ელიზავეტა კულიჩკოვას გაეჯიბრა და რანგით გაცილებით მაღლა მდგარ მეტოქეს 7:6 (7:4), 3:1 ამარცხებდა, როდესაც რუსმა ჩოგბურთელმა თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. ცნობისთვის, მიმდინარე რეიტინგში ეკატერინეს 327-ე ადგილი უკავია, კულიჩკოვა კი მსოფლიოს 114-ე ჩოგანია.

მერვედფინალში გორგოძის მეტოქე უკრაინელი მარინა ზანევსკა იქნება, რომელმაც ლუქსემბურგელი მენდი მინელა 6:3, 6:4 დაამარცხა. ზანევსკა კლასიფიკაციაში 155-ე საფეხურზეა.

0.116338