მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია ცენტრში, სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა.
სხდომის დღის წესრიგი:
- ს.კ. ზუგდიდის „ოდიშისა“ და ს.კ. ცხინვალის „ლიახვის“ მატჩისას, „ლიახვის“ შემადგენლობში დისკვალიფიცირებული ფეხბურთელის თამაში;
- ს.კ. თერჯოლის „საპოვნელას“ დირექტორის მირიან გეწაძის საჯარო განცხადება;
კომიტეტის წევრები გაეცნენ წარმოდგენილ მასალებს, მოისმინეს მატჩების დირექტორების, მსაჯებისა და გუნდების წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებები და სფფ-ს სადისციპლინო კოდექსის საფუძველზე დაადგინეს:
- ს.კ. ცხინვალის „ლიახვის” მხრიდან ადგილი ჰქონდა დისკვალიფიცირებული ფეხბურთელის მატჩში მონაწილეობას, შესაბამისად ს.კ. ცხინვალის „ლიახვი“ სფფ-ს სადისციპლინო კოდექსის თანახმად დაისაჯოს შემდეგი ფორმით: 1. გაუქმდეს მატჩის ოქმით დაფიქსირებული ანგარიში 2:1 და ს.კ. ცხინვალის „ლიახვს“ ჩაეთვალოს დანარცხება ანგარიშით 0:3. 2. ს.კ. ცხინვალის „ლიახვს“ დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
- ს.კ. თერჯოლის „საპოვნელას“ წარმომადგენლის, მირიან გეწაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით დისკრედიტაციის მცდელობას და დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთებას, შესაბამისად თერჯოლის „საპოვნელას“ დაეკისროს ჯარიმა 3 500 ლარის ოდენობით.
სფფ-ს პრესსამსახური







