ტარაგონას “ხიმნასტიკის” ქართველი ლეგიონერი გიორგი აბურჯანია ესპანეთის სეგუნდადივიზიონის 36-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 21 წლის ნახევარმცველს გასულ უქმეებზე წარმატებული გარჯა Futmondo.com-მა დაუფასა.
შეგახსენებთ, სეგუნდას ბოლო ტურში “ნასტიკმა” შინ “მირანდესს” 3:2 აჯობა, თვითონ გიორგიმ კი 49-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა (1:1) VIDEO. აღნიშნული მით უფრო დასაფასებელია, რომ მანამდე აბურჯანია ტრავმას იშუშებდა და 10 დღე იძულებით გამოტოვა.
გიორგის “ხიმნასტიკის” რიგებში 11 ჩატარებულ მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და ორჯერ თანაგუნდელებს გაუწია ასისტენტობა. მას პირინეის ნახევარკუნძულზე საკმაოდ კარგი პრესა აქვს, ხოლო მის გუნდს ლა ლიგაში გადასვლის რეალური შანსი გააჩნია.