ჩოგბურთი

17:32 | 3.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერს ზურგის ტრავმა აწუხებს

დიდი სლემის 17-გზის ჩემპიონი შვეიცარელი როჯერ ფედერერი ტრავმირებულია. შვეიცარიელს ზურგის ტრავმა აწუხებს, რის გამოც ის “მადრიდის” მასტერსის ტურნირზე არ თამაშობს.

ესპანური მედიის ცნობით, ფედერერმა ტრავმა ვარჯიშზე მიიღო.

“ზურგზე ტკივილს განვიცდი, სამწუხაროდ თამაშისთვის მზად არ ვარ. როცა აქ ჩამოვედი ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ახლა გარისკვა არ მინდა. შემდეგ კვირას “რომის” მასტერსზე თამაშს ვგეგმავ”- განაცხადა ფედერერმა.

0.113704