უნგრეთის დედაქალაქში უეფას რიგით მეორმოცე კონგრესი ტარდება. უეფას წევრი 54 ქვეყნის წარმომადგენელთა ტრადიციულ კონგრესს, 3 მაისს, ქალაქი ბუდაპეშტი უმასპინძლებს. უეფას წლის ერთერთ მთავარ შეხვედრაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი, დავით მუჯირი წარმოადგენენ. სხდომას უეფას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, თეოდორ თეოდორისი გაუძღვება. უეფას კონგრესი ბუდაპეშტის მთავარ საგამოფენო ცენტრში გაიმართება.
სფფ-ს პრესსამსახური