ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი უზბეკეთის ქალაქ კარშიში მიმდინარე 50-ათასიან ჩელენჯერს პირველივე წრეში გამოეთიშა.
მეტრეველი ერთ-ერთ ფავორიტს – მე-2 ნომრად განთესილ რუს კარენ ხაჩანოვს გაეჯიბრა და 2:6, 2:6 დამარცხდა.
წყვილთა ტურნირში მეტრეველი და ყაზახი დმიტრი პოპკო მეოთხედფინალში არიან გასულნი, მათი მომავალი მეტოქეების ვინაობა კი დღეს გაირკვევა.