გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის ორი შეხვედრა გაიმართა. “კლივლენდმა” შინ სერიის პირველ შეხვედრაში “ატლანტას” 104:93 აჯობა. პირველი სამი პერიოდის განმავლობაში “კავალერია” ლიდერობდა, თუმცა მეოთხე პერიოდში დენის შროდერის კარგი თამაშის წყალობით “ატლანტამ” რამდენჯერმე დაწინაურება მოახერხა. თუმცა საბოლოოდ რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტში ჯეიმსის ჩაგდებულმა ბურთმა შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. მატჩში ყველაზე მეტი 27 ქულა დენის შროდერმა ჩააგდო, “მეფემ" გუნდს 25 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა შესძინა.
“სან ანტონიო” შინ “ოკლაჰომასთან” 97:98 დამარცხდა და სერიაში ანგარიში 1:1 გახდა. შეხვედრის ბოლო წამზე მაილსმა სამქულიანი ესროლა, მაგრამ ბურთი კალათში არ ჩაეშვა. მატჩში ყველაზე მეტი 41 ქულა ტეხასელთა ცენტრის ლამარკუს ოლდრიჯის ანგარიშზეა. “ოკლაჰომაში” უესტბრუკი 29 ქულით, 10 პასით, დურანდი 28 ქულით და ადამსი 12 ქულით, 17 მოხსნით გამოირჩნენ. სერიის მესამე შეხვედრა 7 მაისს თბილისის დროით 05:30 საათზე დაიწყება.
“კლივლენდ კავალიერსი” – “ატლანტა ჰოუქსი” 104:93 (30:19, 21:22, 23:29, 30:23)
https://www.youtube.com/watch?v=DsKGeiIXcUY
“სან ანტონიო” – “ოკლაჰომა” 97:98 (21:29, 32:27, 23:21, 21:21)
https://www.youtube.com/watch?v=bpaFtm6eDfM
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იბლატაონ ორი დღე "გიჟეებმა" ვნახავთ ბოლოს ვინ გაიღიმებს ჯარიმაზე და მსაჯზე არაფერს არ ვიტყვი ჩემი აზრით მსაჯის შეცდომამდე არ უნდა მიიყვანოს სასმა საქმე პირველ თამაშში კი ჩააგდეს იმათმა მაგრამ იგივე თამაში რო გვეთამაშა მაინც თავისუფლად მოვუგებდით წინ მარტო ოლდრიჯის იმედად ყოფნა არ გამოვა არანაირად
თამაშს უეჭველი წამოიღებს სას იქედან ოკლაჰომა არა ჩიჟიპიჟი
მილს შე ყ***
სანანტონიო გამოვარდება.
ოკლაჰომას კი გოლდენ სტეიტი მოუგვარებს ფინალაში.
სან ანტონიო მოიგებს სერიას 4-2
აშკარად ჯარმა იყო.. მაგრამ არაუშავს. ქამბექს გავუკეთებთ ოკლაჰომას
ყოჩაღ ოკლაჰომას
ჯეიმმსა როდესაც საჭირო გახდა მოუმატა, კლივლენდის სუპერფინალში გასვლის საკითხი არც დგას. მთავარია ტრამვები არ მიიღონ. სან ანტონიოც გავა ( ყოველშემთხვევაში კალათბურთისთვის ასე აჯობებს ჩემი აზრით)
მეეჭვება ზედიზედ 3 თამაში წააგოს ბებრებმა, ეგენიც წამოიღებენ ერთ თამაშს ოკლადან, თუმცა აქ დიდი ალბათობით მე-7 თამაში იქნება. კარი მე-3 თამაშისთვის მზად იქნება უკვე პორტლენდთან მაგრამ იმედია მთელი სერია დაისვენებს და მერე იქნება ცუნამი კონფერენციის ფინალში და სუპერფინალში
კარგია ოკს-ის მოგება. სან ანტონიოს გასვლა გაუჭირდება ძაანლიან. ოკლახომას ლიდერებს თამაში თუ წაუვიდათ 3-1 დაწინაურდებიან და ფაქტობრივა კიდევაც გამოაგდებენ
mainc mgonia ro san antonio gava,lamarkuss sagool
პირველ თამაშში გამანადგურებელი მარცხის შემდეგ გამიკვირდა ოკლახომას მოგება გასვლაზე მოგება სან-ანტონიოში,მით უფრო დიდი ინტერესით ველოდები შემდეგ ორ ოკლახომას მოედანზე გასამართ თამაშებს,სადაც საბოლოოდ დავინახავთ თუ რა შეუძლია დურანტ-ვესტბრუკის სუპერ დუეტს და შესწევთ თუ არა ძალა იბრძოლონ სერიაში გამარჯვებისთვის პოპოვიჩის ძლიერ გუნდთან,რაც შეეხება კლივლენდს,წუხანდელმა პირველმა თამაშმა დაგვანახვა რომ კატა -თაგვობანასავით სერიას ჩაატარებს ატალანტასთან,ნებისმიერ მომავალ შეხვედრაში შეიძლება გუშინდელივით 18 ქულით წინ იყოს,მერე შეიძლება მოწინააღმდეგე წინაც გაუშვას,მაგრამ საბოლოოდ მაინც აუღელვებლად მიიყვანოს თამაში გამარჯვებამდე,მგონია რომ 4-0 -ზე დაადუღებს სერიაში ქორებს უეჭველად კავალერია.ასეა ეს.
კარგია ოლდრიჯის 41 ქულა მაგრამ უფრო გუნდურად ბიჭებო!!!
ყოჩაღ ოკლაჰომას მაგრამ ბოლოს 100 % ჯარიმა იყო ჯინობილზე