ფეხბურთი

20:23 | 2.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბობანი: “ბერლუსკონი 10 წლის წინ უნდა წასულიყო”

იტალიური “მილანისა” და ხორვატიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ზვონიმირ ბობანი მიიჩნევს, რომ სილვიო ბერლუსკონიმ “როსონერის” ხელმძღვანელის რანგში თავისი თავი დიდი ხანია ამოწურა. მისივე თქმით, იგი ლომბარდიული გრანდის თამაშში პოზიტიურს ვერაფერს ხედავს.

“პოზიტიური სიგნალი? – ასეთი არაფერია, თუ “ფროზინონესთან” ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოიფხვრა, ეს მხოლოდ ორი უცნაური პენალტის ხარჯზე მოხდა. სხვა განსაკუთრებული პოზიტივი არ მინახავს. ბროკი რთული მისიის წინაშეა. ვფიქრობ, იგი არ უნდა დათანხმებულიყო “მილანის” გაწვრთნას.

ბერლუსკონის წინააღმდეგ აქციები? – მას “მილანი” ჯერ კიდევ 10 წლის წინ უნდა დაეტოვებინა”, - თქვა ლეგენდარულმა ხორვატმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, “მილანის” ტიფოზები სილვიო ბერლუსკონის წინააღმდეგ აქციებს მართავენ და მას გუნდის გასხვისებისკენ მოუწოდებენ. “მილანი” ამჟამად იტალიის სერია A-ში 36 ტურის მერე, 54 ქულით მე-7 ადგილზეა და ევროზონის მიღმაა დარჩენილი.

0.124701