ფეხბურთი

14:19 | 1.05.2016 | ნანახია 0 - ჯერ

სფფ-ს ვიცე პრეზიდენტმა ზუგდიდში მშენებარე სტადიონი მოინახულა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე სამუშაო ვიზიტით ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა მოინახულა.

ახალი არენა, რომელიც ზუგდიდის ენგურ ქაღლდ კომბინატის ტერიტორიაზე მდებარეობს, უეფას სტანდარტების III კატეგორიას უპასუხებს და 7233 მაყურებელზეა გათვლილი.

პროექტის თანახმად, სტადიონს ექნება მაყურებელთა 10 შესასვლელი, ასევე სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანების მისასვლელები. დასავლეთ ტრიბუნასთან განთავსდება ავტობუსის პარკინგი გუნდების, ქომაგების და მედიისთვის.

ტრიბუნების ქვეშ განლაგდება მაღაზიები, კვების ობიექტები, გუნდების ოთახები, საშხაპეები, მსაჯების ოთახები და ა.შ. სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს.

სტადიონს ასევე ექნება სათადარიგო მოედანი, რომელიც 1224 მაყურებელზე იქნება გათვლილი. სათადარიგო სტადიონი სხვადასხვა თამაშის ერთდროულად გამართვის შესაძლებლობასაც იძლევა. ძირითადი მოედანი ბუნებრივი საფარით დაიფარება, ხოლო სათადარიგო – ხელოვნურით.

„მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ზუგდიდში უეფას სტანდარტების შესაბამისი სტადიონი გვექნება. ეს ნიშნავს, რომ რეგიონებში ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა ხდება და, პირველ რიგში, სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება ექცევა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც ასე მნიშვნელოვანია ფეხბურთის განვითარებისთვის. ჩვენი მიზანია, რომ რეგიონები გახდეს აქტიური. ამისთვის, ფეხბურთის ფედერაცია არაერთ ახალ პროექტზე და მიმართულებაზე მუშაობს“, - კახა ჭუმბურიძე.

ზუგდიდის სტადიონის მშენებლობის დასრულება 2017 წლის სექტემბერში იგეგმება და პროექტის ღირებულება 16 მილიონი ლარია.

სფფ-ს პრესსამსახური


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:05 | 08.06.2017
kila (557)

რა იყო აქ დასაბლოკი ს,,,,, რომ ვუწოდე?

11:04 | 08.06.2017
kila (557)

დაბლოკე და შენი.....

11:03 | 08.06.2017
kila (557)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

22:00 | 07.06.2017
charli (558)

პენალი არ იყო. მოკლედ ისრაელს უგებს გუნდი გასვლაზე, ჰოდა ამათ მოგების იმედ აქვთ. ჩვენების ტრიპაჩა ....

20:54 | 07.06.2017
berodaviti (4285)

რა გინდათ ბიჯო ვის ვერ უგებთ არ გრცხვენიათ მაგის დშვც...

21:52 | 07.06.2017
burusa (2031)

მეგობარო ისევ ბაიერნს ვუბალეშიკოდ ჯობია, ჩვენთან ფეხბურთი გარდაცვლილია!

22:04 | 07.06.2017
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1625)

რეალის მერე ბაიერნზე სულ მეცინება

20:25 | 07.06.2017
sabonis (9584)

გოოოოოოოოლDDDDDDDDDDDDDDDDD ნეტსკისმა გაიტანა

15:31 | 07.06.2017
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1625)

აუ ეს ვაისი რა ექსკლუზივი ლეა ტფუიი
3 ქულა არ ლე წავაგებთ ამათთან და ისე მოვრჩებით შესარჩევს მოგება არ გვექნება

15:27 | 07.06.2017
sabonis (9584)

და ამათთან უნდა ვაისს უეჭველი 3 ქულა?DD

13:17 | 07.06.2017
ogafa (10220)

გადარჩა წაგებას

11:56 | 07.06.2017
BEERTRANCE (97819)

სპარინგიც ჩვენზე უკეთესი გაჩარხეს.

0.06283