მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკამ” თურქეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო. ქართველი მცველის კლუბი “ისთანბულს” ეწვია და სტამბოლურ დერბიში 87:84 იმარჯვა.
მარკოიშვილმა მოედანზე 14:22 წუთი დაჰყო და 2 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. მანუჩარმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
“დარუშაფაკას” რიგებში საუკეთესო ამერიკელი სკოტი ვილბეკინი იყო, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო, მისმა თანამემამულე ლუკ ჰერენგოდიმ კი 18 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.
მარკოიშვილის კლუბი 19 მოგებით და 9 მარცხით მე-3 ადგილზე იმყოფება, რეგულარული სეზონის დასრულებამდე კი, 2 მატჩიღა დარჩა ჩასატარებელი: 4 მაისს, შინ, “ტრაბზონსფორთან”, ხოლო 7 მაისს, სტუმრად, ჩემპიონატის ლიდერ “ანადოლუ ეფესთან”.