ჭადრაკი

23:33 | 30.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

გუნინა დაწინაურდა

ბათუმში დასასრულს მიუახლოვდა მსოფლიოს ქალთა გრან-პრის III ეტაპი. ფინიშამდე 2 ტურით ადრე, ჩემპიონობის საუკეთესო შანსი რუს ვალენტინა გუნინას (2497) აქვს, რომელმაც თანამემამულე ალექსანდრა კოსტენიუკს (2557) სძლია და 6.0 ქულით ერთპიროვნულად დაწინაურდა.

ლიდერს 0.5 ქულით ჩამორჩება ჩინელი ქსუე ჟაო (2504), რომელმაც საფრანგეთის სახელით მოთამაშე ალმირა სკრიპჩენკოს (2453) სძლია, ნანა ძაგნიძეს (2535), ნინო ბაციაშვილს (2476) და უკრაინელ ანა მუზიჩუკს (2555) კი აქტივში 5.0-5.0 ქულა აქვთ.

მე-9 ტურში ბაციაშვილმა სწორედ ანას აჯობა, ძაგნიძე კი შავი ფიგურებით ანას და მარია მუზიჩუკთან (2561) დამარცხდა.

წარმატებას მიაღწია ლელა ჯავახიშვილმა (2489), რომელმაც შავებით სომეხ ელინა დანიელიანს (2445) სძლია და 4.0 ქულით მე-9 პოზიციას უწია.

ტურნირის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე ბელა ხოტენაშვილი (2493) შავი ფიგურებით რუს ოლგა გირიას (2442) დაუზავდა და 3.0 ქულით უკანასკნელ მე-12 ადგილზე რჩება.

გრან-პრის III ეტაპის ბოლოსწინა მე-10 ტური 1 მაისს ჩატარდება, 2-ში კი გამარჯვებულის ვინაობასაც გავიგებთ.

მსოფლიოს ქალთა გრან პრის III ეტაპი. ბათუმი (საქართველო), 19 აპრილი-3 მაისი

IX ტური

ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2497) – ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2557) 1:0

ქსუე ჟაო (ჩინეთი, 2504) – ალმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი, 2453) 1:0

ნინო ბაციაშვილი (საქართველო, 2476) – ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2555) 1:0

ოლგა გირია (რუსეთი, 2442) – ბელა ხოტენაშვილი (საქართველო, 2493) 0.5:0.5

ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2445) – ლელა ჯავახიშვილი (საქართველო, 2489) 0:1

მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2561) – ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2535) 1:0

სატურნირო მდგომარეობა

6.0 – გუნინა

5.5 – ჟაო

5.0 – ძაგნიძე, ბაციაშვილი, ა.მუზიჩუკი

4.5 – სკრიპჩენკო, კოსტენიუკი

4.0 – გირია, ჯავახიშვილი, მ.მუზიჩუკი

3.5 – დანიელიანი

3.0 – ხოტენაშვილი

X ტური, 1 მაისი

კოსტენიუკი – ძაგნიძე

ჯავახიშვილი – მ.მუზიჩუკი

ხოტენაშვილი – დანიელიანი

ა.მუზიჩუკი – გირია

სკრიპჩენკო – ბაციაშვილი

გუნინა – ჟაო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131709