ნორვეგიის ქალაქ სტავანგერში დასრულდა ვაჟ მოჭადრაკეთა დიდი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც პლანეტის წამყვან მოჭადრაკეებთან ერთად მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაგნუს კარლსენიც(ნორვეგია)მონაწილეობდა. ცხრა შესაძლებლობიდან ექვსი ქულით პირველი ადგილი და მთავარი პრიზი კარლსენმა მოიპოვა.
ტურნირი, რომელშიც ათი სპორტსმენი მონაწილეობდა, ერთ წრედ, ცხრა ტურად ჩატარდა. ასპარეზობის დასრულებამდე ორი ტურით ადრე კარლსენს ხუთი ქულა ჰქონდა და ერთპიროვნული ლიდერი იყო. ბოლოსწინა ტურში კარლსენი ლევონ არონიანთან(სომხეთი) დამარცხდა, რომელიც წამოეწია და მისი სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. ბოლო ტურში არონიანი ინდოელ ჰარიკრიშნასთან შეხვედრაში მხოლოდ ყაიმს დასჯერდა, ხოლო კარლსენმა შეძლო პაველ ელიანოვის(უკრაინა) დამარცხება და აღნიშნული ტურნირი პირველად მოიგო. ისევე როგორც ჰარიკრიშნა-არონიანის ბოლო ტურის შეხვედრა, სხვა პარტიებიც ყაიმით დასრულდა.
საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:
1.მაგნუს კარლსენი(ნორვეგია)- 6.0 ქულა
2.ლევონ არონიანი(სომხეთი)- 5.5
3-5.მაქსიმ-ვაშიე ლაგრავი(საფრანგეთი), ვესელინ ტოპალოვი(ბულგარეთი), ვლადიმირ კრამნიკი ( რუსეთი) -5.0-5.0
6-7.ჰარიკრიჰნა(ინდოეთი), ლი ჩაო(ჩინეთი)-4.5-4.5
8.ანიშ გირი(ჰოლანდი) -4.0
9.პაველ ელიანოვი(უკრაინა)-3.0
10.ნილს გრანდელიუსი(შვედეთი)-2.5