ფეხბურთი

3:20 | 30.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერთა მორიგი გამოცდა

ესპანეთის ჩემპიონატის 36-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს 4 შეხვედრა გაიმართება, რომელთაგან 3 დაპირისპირებაში ლიდერები იღებენ მონაწილეობას.

18:00 სოსიედადი – რეალი

ჩემპიონთა ლიგაზე გადაღლილი “რეალი” ბასკეთში უდიდესი დანაკლისით ჩადის. მადრიდელები ერთბაშად ორ ლიდერს კრიშტიანო რონალდუსა და ქარიმ ბენზემას მოისაკლისებენ, რომელთაც ტრავმები აწუხებთ. მათ ნაცვლად, დიდი ალბათობით ხესე როდრიგესი და ლუკას ვაზკესი ითამაშებენ. გარდა ამისა, ზინედინ ზიდანი მოდრიჩისა და კროოსის დასვენებას აპირებს, რომელთაც ხამესი და ისკო ჩაანაცვლებენ. იმ შემთხვევაში, თუ “ბლანკოსი” ვერ იმარჯვებს, ჩემპიონობის მიზერული შანსიც აღარ ექნებათ.

მასპინძლებს სატურნირო თვალსაზრისით არანაირი მოტივაცია არ გააჩნიათ, თუმცა “რეალის” გამწარება მათთვის ისედაც უდიდესი სტიმულია და ამაზე უარს არასდროს იტყვიან. სტუმართა მსგავსად, თავდამსხმის ხაზში პრობლემები აქვთ ბასკებსაც. “ჩური ურდინს” დისკვალიფიკაციის გამო კარლოს ველა არ ეყოლება, ხოლო ჯონათასი და აგირეჩე ტრავმირებულნი არიან. გარდა ამისა, ლაზარეთში იმყოფებიან რაულ ნავასი, კარლოს მარტინესი და სერხიო კანალესი.

სავარაუდო შემადგენლობები

სოსიედადი (4-3-3): რული, ი.მარტინესი, ჰექტორი, ბერჩიჩი, ზალდუა, დ.რეიესი, ბერგარა, ილარამენდი, ოიარზაბალი, პრიეტო, ზურუტუზა.
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი

რეალი (4-3-3): ნავასი, რამოსი, ვარანი, დანილო, მარსელო, კასემირო, ისკო, ხამესი, ვაზკესი, ბეილი, ხესე.
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

მსაჯი: უნდიანო მალენკო

20:15 ატლეტიკო – რაიო ვალეკანო

მიუნხენის “ბაიერნთან” ომგამოვლილი “ატლეტიკო” საკუთარ მოედანზე თანაქალაქელ “რაიო ვალეკანოს” მიიღებს და ეცდება, რომ ძალების მაქსიმალური დაზოგვით 3 ქულა მოიპოვოს.

მარკა-ს ცნობით, დიეგო სიმეონე იმ 11 მოთამაშეს ათამაშებს, რომელთაც 3 დღის წინ “ბაიერნი” დაამარცხეს, თუმცა დიდი შანსია, რომ “ელ ჩოლომ” როტაციას მიმართოს და რამდენიმე მოთამაშეს დასვენების საშუალება მისცეს.

“როხიბლანკოს” იოლი გასეირნება არ უნდა გამოუვიდეს, რადგან “რაიო ვალეკანო” გასავარდნ ზონასთან ძალიან ახლოსაა და ქულები ჰაერივით სჭირდება.

მასპინძლებს დიეგო გოდინი და ტიაგო მენდეში ჰყავთ ტრავმირებულნი, ხოლო დიეგო სიმეონეს სეზონის ბოლომდე ტრიბუნებიდან მოუწევს საკუთარი გუნდის ყურება.

სტუმართა დაზარეთში ტონიო, პიტი, კობენიო და ებერტი იმყოფებიან, ხოლო ტრაშორასი დისკვალიფიცირებულია.

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, სავიჩი, ხიმენესი, ხუანფრანი, ლუისი, გაბი, აუგუსტო, კოკე, საული, გრიზმანი, ფ.ტორესი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ხ.კარლოსი, კრესპო, ამაია, ქუინი, ტიტო, დ.ლორენტე, ხოზაბედი, პ.ერნანდესი, ბებე, ემბარბა, მიკუ.
მწვრთნელი: პაკო ხემესი

მსაჯი: ხოსე სანჩესი

22:30 ბეტისი – ბარსელონა

მადრიდელი კონკურენტებისგან განსხვავებით, “ბარსელონას” შუა კვირაში არ უთამაშია და დღევანდელ მატჩს ბევრად მომზადებული ხვდება.

“ბლაუგრანამ” ჩავარდნა უკან მოიტოვა და გასულ ორ მატჩში მეტოქეებს 14 უპასუხო ბურთი გაუტანა, რომელთაგან 8 ლუის სუარესის ანგარიშზეა. ლუის ენრიკეს შეგირდები ეცდებიან, რომ დღესაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვონ და მეტოქეებს დაანახონ, რომ ტიტულის დათმობას არ აპირებენ.

“ბეტისს” სატურნირო მდგომარეობის მხრივ არანაირი მოტივაცია არ გააჩნია, თუმცა “ბარსელონასთან” მოპოვებულ წარმატებაზე უარს არავინ იტყვის, თანაც პირველი წრის მატჩში სევილიელები “ნოუ კამპზე” 0:4 განადგურდნენ და რევანშის აღებას ეცდებიან.

ანდალუსიელები განაპირა მცველებს ვარგასსა და პიცინის მოისაკლისებენ, ხოლო სტუმრებს ვერმაელენი, რამირესი, სამპერი და მატიე ჰყავთ ლაზარეთში.

სავარაუდო შემადგენლობები

ბეტისი (4-2-3-1): ადანი, პაცელა, ვესტერმანი, ბრუნო, მონტოია ნ’დიაიე, პეტროსი, ხოაკინი, სებალიოსი, მუსონდა, რ.კასტრო.
მწვრთნელი: ხუან მერინიო

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, პიკე, მასკერანო, ალბა, ალვეში, ბუსკეტსი, ინიესტა, რაკიტიჩი, მესი, ნეიმარი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

მსაჯი: მატეუ ლაოსი

დღის დასკვნითი მატჩი “ლოს კარმენესზე” გაიმართება, სადაც გადარჩენისთვის მებრძოლი “გრანადა” მშვენიერ ფორმაში მყოფ “ლას პალმასს” მიიღებს.

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117926