ავტოსპორტი

2:08 | 30.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

სოჭის პრაქტიკებზე უსწრაფესი ჰამილტონია

სოჭის რბოლისთვის მზადების პროცესში, ორი თავისუფალი პრაქტიკის ჯამში, ყველაზე სწრაფი ლუის ჰამილტონია. მან უკვე სამი რბოლა წააგო თანაგუნდელ ნიკო როსბერგთან. ამასთან, სოჭში წინა ორი რბოლა მოგებული აქვს და მესამისთვისაც გაირჯება. მართალია, მან პირველ სესიაზე თანაგუნდალთან 0.7 წამზე მეტი დათმო, მაგრამ მეორეზე თავად აჯობა 0.867 წამით. თან ორივე სესიაზე ის ერთადერთი იყო, ვინც წრე წუთსა და 38 წამზე ნაკლებში გაიარა.

მეორე სესიაზე სებასტიან ფეტელს მეორე შედეგი აჩვენა იმის მიუხედავად, რომ მის „ფერარის“ ელექტრონიკის პრობლემები შეექმნა და სესიის დიდი დრო გაუცდა. საინტერესოა, რომ მეორე პრაქტიკის დროს, ჰამილტონი მე-4 მოსახვევში სამჯერ შეცდა. ბედად, მანქანა არ დაუზიანებია. საბოლოოდ, მან თავისი საუკეთესო შედეგი სუპერ სოფტ რეზინით დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ მეორე სესიაზე, როსბერგს ერთი სწრაფი წრე ყვითელმა დროშებმა გაუცუდა. მერე კი სოფტ რეზინით იარა და ამის გამო იყო, რომ ჰამილტონის საუკეთესო დროს ვერ შესწვდა. მისგან განსხვავებით, თავისი საუკეთესო დრო ფეტელმა სწორედ სუპერ რბილი საბურავებით დააფიქსირა. თუმცა, როგორც ზემოთ ითქვა, უპრობლემო სესია არც მას ჰქონია.

პირველ პრაქტიკაზე ორმა სარეზერვო პილოტმა იასპარეზა. „რენომ“ კევინ მაგნუსენი დაასვენა და მის ნაცვლად, საჭესთან რუსი სერგეი სიროტკინი დასვა. „ფორს ინდიამ“ კი ნიკო ჰულკენბერგის ბოლიდი მექსიკელ ალფონსო სელისს ჩააბარა. სიროტკინმა მე-13 დრო დააფიქსირა და უკან ჩამოიტოვა გუნდის საპრიზო პილოტ ჯოლიონ პალმერი, რომელსაც პრობლემები ჰქონდა და როგორც ჩანს, საჭიში ამ პრობლემებს ვერც მოუგვარებენ. სელისს კი ყველაზე ცუდი დრო ჰქონდა.

სოჭის დიდი პრიზი

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

  1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:38.127
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:38.849
  3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:39.175
  4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:39.332
  5. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:39.365
  6. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:39.650
  7. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:39.802
  8. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:40.218
  9. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:40.287
  10. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:40.654
  11. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:40.663
  12. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:40.771
  13. სერგეი სიროტკინი (რუსეთი, რენო) 1:40.898
  14. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:41.085
  15. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1:41.134
  16. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1:41.238
  17. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:41.385
  18. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:41.671
  19. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:41.962
  20. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1:42.483
  21. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 1:42.687
  22. ალფონსო სელისი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:43.432

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:37.583
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:38.235
  3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:38.450
  4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:38.793
  5. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:39.084
  6. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:39.185
  7. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:39.193
  8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:39.196
  9. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:39.289
  10. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:39.400
  11. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:39.465
  12. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1:39.501
  13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:39.795
  14. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:39.867
  15. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1:40.193
  16. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:40.260
  17. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1:40.508
  18. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:40.688
  19. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:40.740
  20. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 1:41.080
  21. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1:41.148
  22. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:41.652
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09631