30 აპრილს ბათუმში სტარტს აიღებს მსოფლიოს ჩემპიონისა და სიდნეის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორის მუხრან ვახტანგაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის რომელშიც მონაწილოებას 10 ქვეყნის ნაკრები მიიღებს: რუსეთი, უკრაინა, გერმანია, უნგრეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, ისრაელი, საფრანგეთი და მასპინძელი საქართველო.
ტურნირი ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW) კალენდარშია შეტანალი და ოფიციალურად საერთაშორისო სტატუსი აქვს მინიჭებული.
30 აპრილს 50-60-74-96 კატეგორიის ფალავნები იასპარეზებენ, ტურნირი კი 1 მაისს დასრულდება 55-66-84-120 კგ-მდე წონით კატეგორიებში. დასაწყისი 11:00 საათზე ქალაქ ბათუმის “ბასკოს” სპორტის სასახლეში (ფიროსმანის 14).
ფინალური შეხვედრების პირდაპირ ტრანსლაციას 17:30 საათიდან აჭარის ტელევოზია გეგმავს.
www.wrestling.ge