ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის წყვილთა თანრიგის გამარჯვებული გახდა.
მეტრეველის და რუსი მარკოს კალოველონისის დუეტმა, რომელსაც პირველი განთესვა გააჩნდა, ფავორიტის რანგი გაამართლა და ფინალში მე-2 რეიტინგის მქონე სერბულ-ბელარუსულ ტანდემს (იანკოვიჩი-ვასილევსკი) 6:4, 6:1 სძლია.
ერთეულებში მე-3 ნომრად განთესილი მეტრეველი ნახევარფინალში გახლდათ გასული, თუმცა, უკრაინელ არტიომ სმირნოვთან (მე-2) 6:7 (5:7), 4:6 წააგო.