ფეხბურთი

22:44 | 29.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

რანიერის "მანჩესტერი" არ ანერვიულებს

"ლესტერის" მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ "მანჩესტერ იუნაიტედთან" გასამართი პრემიერლიგის 36-ე ტურის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საერთოდ არ ნერვიულობს და გუნდის ჩემპიონობა "მელიების" ხელშია.

"ჩვენ ვიბრძვით ოცნების რეალობაში მოსაყვანად და დიდ პატივს ვცემ "მანჩესტერს", ლუის ვან გაალს და მათ გულშემატკივრებს. ყველაფერი ჩვენ ხელშია. 24 ფეხბურთელი მყავს და შესაძლოა, სასტარტო შემადგენლობა შევცვალო. არ ვნერვიულობ, ვიცი რთული თამაში იქნება და გაანალიზებული მაქვს, რომ მომდევნო მატჩის მოგებით ჩემპიონები ვხდებით. არავინ იცის შემდეგ სეზონში რა მოხდება, ახლა კი წარმოუდგენელი ფაქტის წინაშე ვდგავართ - ჩვენ ისტორიას ახლიდან ვწერთ." - განაცხადა იტალიელმა.

"ლესტერი" 76 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარ "ტოტენჰემს" 7 ქულით უსწრებს. იმ შემთხვევაში თუ "მელიები" "მანჩესტერ იუნაიტედს" "ოლდ ტრაფორდზე" მოუგებენ, ორი ტურით ადრე ჩემპიონები გახდებიან.

0.128195