"უდინეზეს" ვეტერანი თავდამსხმელი ანტონიო დი ნატალე კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს. აღნიშნული ინფორმაცია თავად მოთამაშემ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა. იტალიელმა აგრეთვე აღნიშნა, რომ იგი საფეხბურთო კარიერას არ დაასრულებს.
ჯერჯერობით უცნობია თუ რომელ კლუბში გადავა ანტონიო. დი ნატალე იტალიის ჩემპიონატის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მეექვსე ადგილზეა და თავდამსხმელს მიზნად გუზეპე მეაცას შედეგის გაუმჯობესება აქვს დასახული.
"თამაშს თავს არ დავანებებ. ჯერ კიდევ შემიძლია ღირებული საქმის გაკეთება და შევეცდები ჯუზეპე მეაცას შედეგი გავაუმჯობესო." - განაცხადა იტალიელმა.
დი ნატალემ "უდინეზეში" 12 წელიწადი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 439 მატჩში 226 გოლი გაიტანა.