რუსულმა გამოცემა “სპორტ-ექსპრესმა” მიმდინარე სეზონში მოსკოვის “სპარტაკის” ფეხბურთელთა ასპარეზობა შეაფასა და იმ მოთამაშეთა შორის, ვინც ამ ზაფხულს დიდი შანსია გუნდი დატოვოს, ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძეც დაასახელა.
“ანანიძეს ტრავმების გამო (და არამარტო ამ მიზეზით) სეზონის განმავლობაში სრულად ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია. უნდა ვაღიაროთ, რომ ჯანო “სპარტაკში” ვერ გაიხსნა და როგორც ჩანს, ვეღარც გაიხსნება. ეს მეტწილად მისი ბრალიცაა” - წერს გამოცემა ანანიძის შესახებ და ალბათობას იმისა, რომ მას კლუბი გაყიდის 50 პროცენტით აფასებს, ხოლო იჯარით გაშვებას 70 პროცენტით.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის შემტევს “სპარტაკთან” კონტრაქტი 2017 წლის ივლისამდე აკავშირებს, თუმცა ბოლო პერიოდში რუსული პრესა ხშირად წერს, რომ მას ამ ზაფხულს კლუბის გამოცვლა მოუწევს.