უეფას ოფიციალური ვებგვერდის ტრადიციულ რუბრიკაში TOP 5 მონაწილეობა ამჯერად მიუნხენის “ბაიერნისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ტიაგო ალკანტარამ მიიღო. კატალონელი ფეხბურთელის რჩეულ ხუთეულში ვერ მოხვდა ვერც მისი ყოფილი თანაგუნდელი ლიონელ მესი და ვერც მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ.
სამაგიეროდ, ტიაგოს არ დავიწყებია თავისი უმცროსი ძმა რაფინია, რომელიც ამჟამად “ბარსელონაში” ირჯება.
მთლიანად კი ალკანტარას საუკეთესო ხუთეული შემდეგნაირია:
დავიდ დე ხეა, რაფინია, ჯონათან დოს სანტოსი, დუგლას კოშტა, როდრიგო მორენო.