მიუნხენის “ბაიერნმა” შესაძლოა დამდეგ უიქ-ენდზე ბუნდესლიგა ისტორიაში 25-ედ მოიგოს. ეს, იმ შემთხვევაში მოხდება თუ “რეკორდმაისტერი” საკუთარ მოედანზე “გლადბახს” დაამარცხებს. თუმცა, პეპ გვარდიოლას გუნდს, ვერმოგების შემთხვევაშიც შანსი აქვს, “ვერცხლის” სინი” ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდოს.
მიუნხენური გიგანტი ძალზე ახლოსაა მიჯრით მეოთხე ჩემპიონობასთან. საერთოდაც, ამაში მოულოდნელი არაფერია, დღეს ასეა – “ბაიერნი” სამშობლოში ყველას ერთი თავით აღემატება. მას კონკურენცია ვერც დორტმუნდის “ბორუსიამ” გაუწია, მიუხედავად იმისა, რომ “ყვითლებს” ცუდი სეზონი არ ჩაუტარებიათ. “რეკორდმაისტერს” დამდეგ სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი ელის მადრიდის “ატლეტიკოსთან”, რომელთანაც პირველი თამაში წააგო და აქედან გამომდინარე შესაძლოა, ხვალინდელ მატჩს დიდი ყურადღებაც არ დაუთმოს. სხვათა შორის, მიუნხენელებს ძლიერი მეტოქე ჰყავთ და მოტივირებული – “გლადბახი” ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და პირველ წრეში საკუთარ მოედანზე “ბაიერნი” 3:1 ჰყავს დამარცხებული. მოკლედ, “ბორუსია” ბავარიელთათვის ძალზე უხერხული მეტოქეა. გვარდიოლა კი თავის მხრივ, მიუხედავად საჩემპიონო მატჩისა, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის დასვენებას აპირებს. მაგალითად, ფილიპ ლამის, არტურო ვიდალისა და რობერტ ლევანდოვსკის. და მაინც, “ატლეტიკოსთან” თამაშის წინ ალბათ, დიდებულ განწყობაზე დადგომაზე უარს არ იტყვიან.
მნიშვნელოვანი და საინტერესო თამაში იქნება “ბაი არენაზე”, სადაც ადგილობრივი “ლევერკუზენი” ბერლინის “ჰერტას” მასპინძლობს. ორივე გუნდი ოთხეულშია – “ჰერტა” მთელი სეზონი მესამე პოზიციაზე იმყოფებოდა, მაგრამ ბოლო ტურებია პალ დარდაის გუნდი საშინლად თამაშობს და ამჟამად მეოთხეზე დაქვეითდა. “ბაიერი” პირიქით – წარუმატებელი პირველი წრის მერე, მეორეში ჩინებულად ათამაშდა და ხვალ შანსი აქვს, მესამე ადგილი და შესაბამისად შემოდგომაზე ჯგუფურ ეტაპზე თამაში გაინაღდოს. ხოლო დედაქალაქელებს, აქამდე მიღწეულის შენარჩუნება სჭირდებათ, თორემ მეოთხე ადგილის დაკარგვაც მოუწევთ და აქედან გამომდინარე, “ბაი არენაზე” კარგი საყურებელი მატჩი უნდა გამოვიდეს.
“დორტმუნდი” შინ “ვოლფსბურგს” ხვდება. თუ ტომას ტუხელის გუნდმა შარშანდელთან შედარებით არნახული პროგრესი განიცადა და მეორე ადგილი გარანტირებული აქვს, “ვოლფსბურგმა” სეზონი აშკარად ჩააგდო და ჩემპიონთა ლიგას ვინ ჩივის, ევროპა ლიგაც სანატრელი აქვს. არავინ იცის, შეინარჩუნებს თუ არა სამუშაო ადგილს დიტერ ჰეკინგი, რომელმაც შარშან გუნდს ვერცხლის სინი ვერ, მაგრამ ვერცხლის მედლები მოაგებინა. “ბორუსიას” ბანაკში კი მთავარი ინტრიგა მაინც მატს ჰუმელსია – საქმე ისაა, რომ გერმანელმა მცველმა საჯაროდ გამოთქვა სურვილი დამდეგი სეზონიდან მიუნხენის “ბაიერნში” თამაშისა და საინტერესო იქნება როგორ დახვდება ჰუმელსს “სიგნალ იდუნა პარკის” პუბლიკა. სხვათა შორის, მატსი კარიერას “ბაიერნში” იწყებდა და იქ დაიწუნეს, მერე “ბორუსიამ” აიყვანა და შეიძლება ითქვას ფეხზე დააყენა. თქვენი არ ვიცი და, ჩემი აზრით ჰუმელსის მხრიდან ცოტა უცნაური და უმადური გადაწყვეტილებაა, თუმცა კაცია და ხასიათი, რას გაუგებ...
ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი ჯერ კიდევ აქვთ შერჩენილი გელზენკირხენის “შალკესა” და “მაინცს” – ერთი გასვლაზე “ჰანოვერს” ეთამაშება, რომელიც II ბუნდესლიგაში ერთი კვირის წინ ოფიციალურად დაქვეითდა, ხოლო მეორე შინ “ჰამბურგს” მასპინძლობს და წესით, ორივემ 3 ქულა უნდა ირგუნონ. ეს უფრო “მაინცზე” ითქმის, თორემ “შალკე” თავისი არასტაბილურობიდან გამომდინარე თუ წააგებს, გასაკვირიც არ იქნება...
XXII ტური ორშაბათს, ბრემენში, “ვერდერისა” და “შტუტგარტის” საინტერესო თამაშით დასრულდება. ერთ დროს “ვერცხლის სინისთვის” მებრძოლი გუნდები ახლა მხოლოდ ელიტაში დასარჩენად იბრძვიან და “ვეზერშტადიონზე” მხოლოდ მოსაგებად გავლენ.
“აუგსბურგი” – “კიოლნი”
აუგსბურგი, ჭჭK არენა
29 აპრილი, 22:30
“აუგსბურგი” (4-1-4-1): ჰიტცი; ოპარე, გუველეეუვი, კლავანი, მაქსი; ბაიერი; კორი, კოო, ალტინტოპი, ვერნერი; ფინბოგასონი
მწვრთნელი: ვეინზიერლი
“კიოლნი” (4-2-3-1): ჰორნი; სორენსენი, მაროჰი, ჰეინტცი, ჰექტორი; ვოგტი, ლემანი; რისე, ოსაკო, გერჰერდტი; მოდესტე
მწვრთნელი: სტოგერი
მსაჯი: ველცი
“ბაიერნი” – “გლადბახი”
მიუნხენი, “ალიანს არენა”
30 აპრილი, 17:30 წუთი
“ბაიერნი” (4-1-4-1): ნოიერი; რაფინია, ბოატენგი, ბენატია, ბერნატი; კიმიხი; კომანი, გიოტცე, როდე, დუგლას კოშტა; მიულერი
მწვრთნელი: გვარდიოლა
“გლადბახი” (3-2-3-2): სომერი; ელვედი, კრისტენსენი, ნორდვეიტი; დაჰუდი, ქსაკა; ტრაორე, ვენდტი, აზარი; ჰანი, რაფაელი
მწვრთნელი: შუბერტი
მსაჯი: შიბერტი
“დორტმუნდი” – “ვოლფსბურგი”
დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”
30 აპრილი, 17:30 საათი
“დორტმუნდი” (3-2-4-1): ბურკი; პიშჩეკი, სოკრატისი, ჰუმელსი; ვეიგლი, კასტრო; მხითარიანი, კაგავა, როისი, შმელცერი; რამოსი
მწვრთნელი: ტუხელი
“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): ბენალიო; ტრეში, ნალდო, დანტე, როდრიგესი; გუილავოჯი, ლუის გუსტავო; ვიეირინია, არნოლდი, შურლე; დოსტი
მწვრთნელი: ჰეკინგი
მსაჯი: ჰარტმანი
“ჰანოვერი” – “შალკე”
ჰანოვერი, HDI არენა
30 აპრილი, 17:30 საათი
“ჰანოვერი” (4-2-3-1): ცილერი; საკაი, სანე, შულცი, ალბორნოზი; ანტონი, შმიედებახი; სარენრენ-ბაზეე, კიოტაკე, კლაუსი; სობიეხი
მწვრთნელი: სტენდელი
“შალკე” (4-2-3-1): ფარმანი; კაისარა, მატიპი, ჰიოვედესი, კოლასინაჩი; გეისი, გორეცკა; სანე, მეიერი, ჩუპო-მოტინგი; ჰუნტელაარი
მწვრთნელი: ბრეიტენრეიტერი
მსაჯი: პერლი
“ჰოფენჰაიმი” – “ინგოლშტადტი”
ზინსჰეიმი, “ვირსოლ არენა”
30 აპრილი, 17:30 საათი
“ჰოფენჰაიმი” (4-3-2-1): ბაუმანი; კადერაბეკი, შარი, სულე, ტოლიანი; სტრობლი, ამირი; უტი, ვოლანდი; კრამარიჩი
მწვრთნელი: ნაგელსმანი
“ინგოლშტადტი” (4-1-2-3): ნილანდი; და კოსტა, მატიპი, ჰუბნერი, სუტნერი; როგერი; გროსი, კრისტიანესნი; ჰარტმანი, ლეზჩანო, ლეჩკიე
მწვრთნელი: ჰასენჰუტლი
მსაჯი: დანკერტი
“მაინცი” – “ჰამბურგი”
მაინცი, “კოფეის არენა”
30 აპრილი, 17:30 საათი
“მაინცი” (4-2-3-1): კარიუსი; ბროსინსკი, ბელი, ჰეკი, ბუსმანი; ლატცა, სერდარი; დე ბლასისი, მალი, იარო; კორდობა
მწვრთნელი: შმიდტი
“ჰამბურგი” (4-2-3-1): ადლერი; საკაი, ჯურუ, სპაჰიჩი, ოსტრზოლეი; იუნგი, ჰოლტბი; ილიჩევიჩი, ჰანტი, ბაუი; შიპლოკი
მწვრთნელი: ლაბადია
მსაჯი: ვინკმანი
“დარმშტადტი” – “აინტრახტი”
დარმშტადტი, “მერკშტადიონი”
30 აპრილი, 17:30 საათი
“დარმშტადტი” (4-2-2-1-1): მატეინია; იუნგვეიტი, სულუ, რაიკოვიჩი, კალდიროლა; ნიემეიერი, გონდორფი; ჰელერი, რაუში; ვრანჩიჩი; ვაგნერი
მწვრთნელი: შუსტერი
“აინტრახტი” (4-2-3-1): ჰრადეცკი; რეგასელი, ძამბრანო, აბრაჰამი, ოცზიპკა; რუსი, ჰასებე; აიგნერი; ჰუსჟტი, ბენ-ჰატირა; სეფეროვიჩი
მწვრთნელი: კოვაჩი
მსაჯი: გრაფე
“ლევერკუზენი” – “ჰერტა”
ლევერკუზენი, “ბაი არენა”
30 აპრილი, 20:30 საათი
“ლევერკუზენი” (4-2-2-2): ლენო; ჰიბერტი, ტაჰი, ტოპრაკი, ჰენრიხსი; არანგიზი, კამპლი; ბელარაბი, ბრანდტი; კისლინგი, ჩიჩარიტო
მწვრთნელი: შმიდტი
“ჰერტა” (4-2-2-2): იარშტეინი; პეკარიკი, ლანგკამპი, ლუსტენბერგერი, პლატენარდტი; შტარკი, სკიელბერგი; ვეიზერი, მიტესშტადტი; კალუ, იბიშევიჩი
მწვრთნელი: დარდაი
მსაჯი: სტილერი