ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის შეხვედრაში “ატლანტა ჰოუქსმა” გასვლაზე “ბოსტონს” 104:92 აჯობა და სერია 4:2 მოიგო. მეოთხედფინალში “ქორებს” “კლივლენდ კავალიერსი” შეხვდება.
მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “ატლანტამ” 39:26 მოიგო. ჯორჯიელებმა მეტოქე გუნდური კალათბურთის ხარჯზე დაამარცხეს. “ატლანტას” ექვსმა კალათბურთელმა მინიმუმ 11 და მეტი ქულა ჩააგდო, მათ შორის საუკეთესო 17 ქულით პოლ მილსაპი გახლდათ. “ბოსტონში” 25 ქულით აიზეა ტომასი გამოირჩა.
“კავალიერსი” “ატლანტას” სერიის პირველი შეხვედრა კლივლენდში 3 მაისს თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.
“ბოსტონი” – “ატლანტა” 92:104 (17:20, 16:21, 26:39, 33:24)
https://www.youtube.com/watch?v=sEKUoU4b6Gw
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მეეჭვება შარშანდელივით იოლი გასეირნება ქონდეს კლივლენდს ატლანტასთან. უფრო დაღვინდა ატლანტა შარშანდელის მერე და მგონია კარგ ბრძოლას გაუმართავს
trezeguet88 - , მეც მგონია რომ 'ატლანტა' უფრო ანგარისგასაწევი ძალაა წელს , კარგ დაცვასაც თამაშობს და ატლანტასგან რაიმე სიურპრიზების შემოთავაზებაც არ გამიკვირდება , მე პირადად!
ბრატ,მე პირიქით მგონია,შარშან რეგულარული სეზონი ერთი ამოსუნთQVIტ მოიგო ატლანტამ აღმოსავლეთში,თუმცა პლეიოფში უკვე ლავის გარეშე მოთამAშე კლივლენდთნ მშრალად განადგურდნენ მაღLა მფრინავი ქორები და წელს მით უმეტეს უფრო მოსალოდნელი მგონია რომ 4-0 -ზე დაადუღებს კავალერია ატლანტას.