ბათუმში მიმდინარე ფიდე-ს ქალთა გრან-პრის III ეტაპის მე-8 ტურში ექვსიდან ხუთ პარტიაში ყაიმი დაფიქსირდა და ლიდერთა სამეული უცვლელი დარჩა, თუმცა კი, დამატებითი მაჩვენებლებით, პირველ ადგილზე საქართველოს ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ (2535) გადაინაცვლა.
ძაგნიძე თეთრი ფიგურებით სომეხ ელინა დანიელიანს (2445) დაუზავდა და 5.0 ქულა მოაგროვა. ასეთივე მონაგარი გააჩნიათ რუს ვალენტინა გუნინას (2497) და უკრაინელ ანა მუზიჩუკს (2555), რომელმაც ჩინელი ქსუე ჟაო (2504) დაამარცხა.
ტურნირის მონაწილე დანარჩენ ქართველ მოჭადრაკეთაგან საუკეთესო შედეგი ნინო ბაციაშვილს (2476) აქვს, რომელიც 4.0 ქულით მეშვიდეა, ლელა ჯავახიშვილი (2489) 3.0 ქულით მე-10 პოზიციაზე იმყოფება, ბელა ხოტენაშვილს (2493) კი 2.5 ქულა მოუგროვდა და კვლავაც ბოლო მე-12 ადგილზეა.
მსოფლიოს ქალთა გრან პრის III ეტაპი. ბათუმი (საქართველო), 19 აპრილი-3 მაისი
VIII ტური
ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2557) – მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2561) 0.5:0.5
ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2535) – ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2445) 0.5:0.5
ლელა ჯავახიშვილი (საქართველო, 2489) – ოლგა გირია (რუსეთი, 2442) 0.5:0.5
ბელა ხოტენაშვილი (საქართველო, 2493) – ნინო ბაციაშვილი (საქართველო, 2476) 0.5:0.5
ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2555) – ქსუე ჟაო (ჩინეთი, 2504) 1:0
ალმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი, 2453) – ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2497) 0.5:0.5
სატურნირო მდგომარეობა
5.0 – ძაგნიძე, გუნინა, ა.მუზიჩუკი
4.5 – ჟაო, კოსტენიუკი, სკრიპჩენკო
4.0 – ბაციაშვილი
3.5 – გირია, დანიელიანი
3.0 – ჯავახიშვილი, მ.მუზიჩუკი
2.5 – ხოტენაშვილი
IX ტური, 30 აპრილი
გუნინა – კოსტენიუკი
ჟაო – სკრიპჩენკო
ბაციაშვილი – ა.მუზიჩუკი
გირია – ხოტენაშვილი
დანიელიანი – ჯავახიშვილი
მ.მუზიჩუკი – ძაგნიძე