სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

2:23 | 29.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძე სერბეთის ჩემპიონია!

16 წლის ქართველი კალათბურთელის გოგა ბითაძის (სიმაღლე 210 სმ.) დიდი დახმარებით, სერბულმა “მეგა ლეკსმა” ქვეყნის კადეტთა პირველობის ოქროს მედლები მოიპოვა.

“მეგა ლეკსმა” ნახევარფინალში “პარტიზანს” შანსი არ დაუტოვა და სახელოვანი მეტოქე 87:57 გაანადგურა. გოგამ მოედანზე 23 წუთი დაჰყო და 13 ქულა, 8 მოხსნა, 6 დაფარება და 1 პასი მიითვალა. ბითაძემ 8-დან 6 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

ფინალში “მეგა ლეკსი” უმთავრეს ფავორიტ “ცრვენა ზვეზდას” შეხვდა და ისევ დამაჯერებლად – 77:59 მოიგო. ქართველი კალათბურთელი ამჯერადაც გამორჩეული იყო და 6 ქულა, 13 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.12572