ჩოგბურთი

1:12 | 29.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველი 2 ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს

ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის ნახევარფინალში გააღწია.

მე-3 ნომრად განთესილმა მეტრეველმა ბელარუსი ანდრეი ვასილევსკი 7:5, 6:4 დაამარცხა და მომდევნო წრეში მე-2 განთესვის მქონე უკრაინელ არტიომ სმირნოვს ეთამაშება. ფინალის მე-2 საგზურს ერთმანეთს ყაზახი დმიტრი პოპკო (1) და სერბი მიკი იანკოვიჩი (4) შეეცილებიან.

ქართველი ჩოგბურთელი ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს წყვილთა შეჯიბრშიც. პირველი განთესვის მქონე მეტრეველმა და რუსმა მარკოს კალოველონისმა ყაზახებს – ხაბიბულინს და პოპკოს 7:5, 7:6 (9:7) მოუგეს და ფინალში მე-2 რეიტინგით მოასპარეზე იანკოვიჩს და ვასილევსკის გაეჯიბრებიან.

შიმკენტშივე 10-ათასიანი ტურნირის წყვილთა თანრიგს გამოეთიშნენ სოფო ქვაცაბაია და უზბეკი საბინა შარიპოვა, რომლებიც ნახევარფინალში რუს ფროლოვასთან და ყაზახ კერიმბაიევასთან სათამაშოდ არ გამოცხადდნენ.

0.116169