“გოლდენ სტეიტის” ლიდერი სტეფ კარი ტრავმას ნელ-ნელა იშუშებს. ESPN-ის ცნობით, კარი მომდევნო კვირაში პარკეტზე გავა და ვარჯიშს დაიწყებს. ჯერჯერობით უცნობია გამთამაშებელს უშუალოდ შეხვედრაში როდის ვიხილავთ.
შეგახსენებთ, რომ კარიმ მუხლი “ჰიუსტონთან” მეოთხე თამაშში დაიზიანა. “გოლდენ სტეიტმა” კარის გარეშე ტეხასელებს სერია 4:1 მოუგო.
მომდევნო ეტაპზე “გოლდენ სტეიტის” მეტოქე “პორტლენდ”-“კლიპერსის” წყვილში გამარჯვებული იქნება, სადაც “პორტლენდი” სერიას 3:2-ს იგებს.