ფეხბურთი

18:23 | 28.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

კრისტიან პულიშიჩი – აღმოჩენა პენსილვანიიდან

“დორტმუნდში” 17 წლის ფეხბურთელი ისე ათამაშდა, მთელი გერმანია აალაპარაკა. მან უკვე ორი გოლის გატანა მოასწრო ბუნდესლიგაში და დიდ მომავალს უწინასაწარმეტყველებენ. სახელ-გვარი კრისტიან პულიშიჩია, ხორვატი ემიგრანტის შვილი.

პულიშიჩი აშშ-ში, პენსილვანიის შტატში 1998 წლის 18 სექტემბერს დაიბადა და აშშ-ის 17-წლამდელთა ნაკრებში 34 მატჩში 20 გოლი გაიტანა. 15 წლისა იყო, როცა ორი წლით უფროსებშიც კი საუკეთესოდ ითვლებოდა.

პულიშიჩი შემტევი ნახევარმცველია და მასზე ნადირობა უკვე გამოცხადდა: “რეალი”, “ლივერპული” და “მანჩესტერ სიტი” განსაკუთრებით აქტიურობენ.

კრისტიანმა უკვე ითამაშა აშშ-ის ეროვნულ ნაკრებშიც, გვატემალასთან 4:0 მოგებულ შეხვედრაში. სპეციალისტების დიდი ნაწილი დღესდღეობით მას თანატოლთა შორის მსოფლიოში საუკეთესო ტალანტად მიიჩნევს.

0.109517