ფეხბურთი

18:04 | 28.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ სახოს თამაში აუკრძალა, გამოძიება გრძელდება

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და “ლივერპულის” მცველს მამადუ სახოს, რომელსაც “მანჩესტერ იუნაიტედთან” ევროპის ლიგის საპასუხო 1/8-ფინალური მატჩის შემდეგ ჩატარებული ანალიზის მიხედვით დოპინგის მოხმარება დაუდგინდა, უეფამ დისკვალიფიკაცია შეუფარდა.

როგორც ირკვევა, ფეხბურთელმა განმეორებითი ტექსტის ჩატარებაზე უარი თქვა და თავი დამნაშავედ აღიარა, თუმცა გამოძიება გრძელდება და უეფას გადაწყვეტილებით, საქმის განხილვამდე სახო 30-დღიანი დისკვალიფიკაციითაა დასჯილი.

არაოფიციალური ინფორმაციით, სახო ორგანიზმიდან ცხიმის მოსაშორებელ ნივთიერებას იყენებდა.

2011 წელს დოპინგის გამოყენებისთვის 6 თვით იყო დისკვალიფიციარებული კოლო ტურე. თუკი სახოს შემთხვევაშიც იგივე სასჯელს გამოიყენებენ, ფრანგ ფეხბურთელს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის გამოტოვება მოუწევს.

0.114148